სოფელ ველისციხეში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ქალბატონს კორონავირუსი ტესტირების შედეგად დაუდგინდა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ქალბატონთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დაავადებულმა ქალბატონმა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
,,ამ ფაქტის შესახებ სულ ახლახანს შეგვატყობინეს. ვადასტურებთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევა გურჯაანში. ახლა ვიწყებთ სოფელში ეპიდკვლევას და საღამოს გვეცოდინება დეტალური ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები და ჯერ არსად არ არის გადაყვანილი. ახლა ვიწყებთ სამუშაოებს და საღამოს გვეცოდინება ყველაფერი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.