ქართული ოცნება დღეს საარჩევნო სიას წარადგენს
10 სექტემბერს, 20.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატებს.
პრეზენტაცია 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარადგინა.
“ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.