სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები ზემო ხოდაშენი, ოჟიო, აწყური და ხორხელი დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ყურძენი, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის ადგილზე გაცნობა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიურმა მუშაობამ, მოსავალი გადაარჩინა.
მათივე განმარტებით, დაახლოებით 30 პროცენტიანი დაზიანება აქვს ყურძენს, რისთვისაც რთველის საკოორდინაციო შტაბთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ღვინის ქარხნებმა დაზიანებული მოსავალი მიიღოს.