სოფელ ენისელში 61 წლის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ყვარელში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსი დაუფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 61 წლის მოქალაქეს. ის მოთავსებული იყო თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პნევმონიის დიაგნოზით.
,,მოქალაქეს როგორც კი დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია, გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში. ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე.
ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლებელია მათ ქონდათ კოვიდის უსიმპტომპო ფორმა, წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.