კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთი პირი სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი იყო, მეორე კი დედოფლისწყაროში მცხოვრები ხანდაზმული.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ასევე ვირუსით გარდაიცვალა დედოფლისწყაროს მკვიდრი, 84 წლის ხანდაზმული პირი. ის რამდენიმე დღის განმავლობაში საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.
ექიმების განცხადებით, თანხმლები დაავადებების გამო მათ აღნიშნული პირების გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბოლო რამდენიმე კვირაში, კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის დაინფიცირების 5 224 შემთხვევაა დაფიქსირებული.