სოფელ ბოდბისხევში ხანძრის შედეგად მეცხოველეობის ფერმა დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ხანძრის შედეგად მეცხოველეობის ფერმა დაიწვა.
ხანძარმა მილაშვილის კუთვნილი ფერმა სრულად გაანადგურა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანრო- სამაშველო ბრიგადა, თუმცა ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად ვერ მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
საქმეზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან გამზრახ განადგურების მუხლით დაიწყო.