წინანდალში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გამთენიისას ავტოავარია მოხდა. ავარიის დროს დაშავებული 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარეგანათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა.
სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.