პოლიციამ კახეთში 10 წლის გოგონაზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავა
პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება კაცს 10 წლის მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედავება. მომხდარის შესახებ სამართალდაცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა.
ახალგაზრდა კაცი პოლიციამ დააკავა და სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო , რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამკიცების შემთხვევაში სავარაუდო ბრალდებულს 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.