ლაგოდეხში პედოფილიისათვის მსჯავრდებული 58 წლის მამაკაცი დააკავეს
ლაგოდეხში პედოფილიისათვის მსჯავრდებული 58 წლის მამაკაცი დააკავეს.
2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედების გამო მსჯავრდებული 58 წლის მამაკაცი წუხელ, ღამით დააკავეს. სამძებრო სამუშაოებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა.
სამართლადამცავები 58 წლის კაცს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც სააპელაციო სასამართლომ მას, 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისათვის, 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კი მიიმალა. შეგახსენებთ, გარყვნილი ქმედების ფაქტი 2019 წელს მოხდა.
2020 წლის 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი გაამართლა. ოჯახმა განაჩენი გაასაჩივრა. 1 ოქტომბერს კი სააპაელაციო სასამართლომ მამაკაცი დამანაშავედ სცნო.