თელავში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა
კორონავირუსი თელავის ერთ- ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ეს მედიკოსის ინფიცირების მეორე შემთხვევაა. ცნობილია, რომ ინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა.
ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ , მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე კი თვითიზოლაციაშია.
გავრცელენული ინფორმაციით, გუშინ COVID -19 დაუდგინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც.
კახეთის რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 59 შემთხვევა ფიქსირდება.