გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გურჯაანში. ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქ დასაქმებული 14-ვე თანამშრომელი 12 ოქტომბრამდე თვითიზოლაციაში გადავიდა. პირი, რომელსაც გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა, რამდნეიმე ადგილას მუშაობს.
როგორც გაირკვა, მას რამდენიმე დღით ადრე ჰქოდნა შემცივნება, ჰაერის უკმარისობა, აღენიშნებოდა სისუსტე. აქ დასაქმებული თანამშრომლები ონლაინ მუშაობენ.
მთლინაობაში დღეს კახეთში კოვიდ 19-ის 3 შემთხვევა გამოვლინდა.