გურჯაანში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 316 154 ლარს შეადგენს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს სოფელ კაჭრეთში.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს “ქებული 2016” ასრულებს.