ახალი ამბებითვითმმართველობა

ლაგოდეხის მერიამ 5 ახალ ავტომობილში ბიუჯეტიდან 201 ათასი ლარი გადაიხადა

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს გამოშვებული ,,რენოს” მარკის 5 მანქანის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201 ათასი ლარი გადაიხადა.

აღნიშნული მანქანებით ისარგებლებენ, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრქტურის და ინსპექტირების ჯგუფები. მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ძველი მანქანების შენახვა ძვირი უჯდებოდათ და ზოგჯერ დანიშნულების ადგილამდეც კი ვერ მიდიოდნენ.

„მუნიციპალიტეტი იწყებს ავტოპარკის განახლებას. ტენდერის საფუძველზე შერჩეული ავტომობილები არ არის მაღალი კლასის. 2 ავტომობილი ძველი ავტოპარკიდან უკვე გავყიდეთ. ახლების შესაძენად კი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე, ამბობს, რომ მერია თანხას არა მანქანების შესაძენად, არამედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად უნდა ხარჯავდეს.

,,გაურკვევლობას და აღშფოთებას იწვევს ის, როცა მერია თავს უფლებას აძლევს ახალი ავტომობილები შეიძინოს. უკვე რამდენი ხანია ვაყენებთ საკითხს იმის თაობაზე, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის და ბავშვებისთვის, ოჯახებში მდგომარეობის გამოსასწორებლად იქნებ განისაზღვროს შესაბამისი თანხები, რომ ბავშვებმა იგრძნონ თავი კეთილ და საიმედო გარემოში, თუმცა უარს ვიღებთ“, – განაცხადა ევა ლომთაძემ.

ფოტო: რადიო ჰერეთი