ლაგოდეხში ეგზოტიკურ ხილს, ფიზალისს აწარმოებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეწარმემ ლაშა ლოლაძემ, ეგზოტიკური ხილის, ფიზალისის წარმოება დაიწყო.
მეწარმეს თქმით, სხვადასხვა სახეობის ეგზოტიური ხილის მოყვანა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეისთვის ის მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მისივე განმარტებით, მსგავს პროდუქციას საქართველოში ჯერ არავინ აწარმოებს.
„ფიზალისი ეს არის მრავალწლიანი მცენარე. მისი საცალო ფასი გახლავთ დაახლოებოთ 38 ლარი, რაც იმპორტირებულზე საგრძნობლად იაფია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ფიზალისი კლიმატური მახასიათებლების გამო ბევრად ტკბილია, ვიდრე ვთქვათ სამხრეთ ამერიკაში. გემოც უფრო სასიამოვნო აქვს, ამიტომ ამ ხილს წარმატებით ვაწარმოებთ”,- განაცხადა ლაშა ლოლაძემ.
მისი თქმით, გარდა ფიზალისისა, ის ადგილზე კივანოს, კალაბაშის, მინი კივისა და მომორდიკის დასახელების ხილსა და ბოსტეულს აწარმოებს, რომელიც განსხვავებული გემოვნური და ვიზუალური თვისებებით გამოირჩევა.