როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისა, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია.
მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვალების 10 ფაქტია დაფიქსირებული.
რეგიონში შექმნილია ორი კოვიდ კლინიკა და ორი კოვიდ სასტუმრო, სადაც ინფიცირებულების გადაყვანა და მკურნალობა მიმდინარეობს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში სულ 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 30 ადამიანი.