გურჯაანში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა
ქალაქ გურჯაანში, იუსტიციის სახლთან, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, გოგონა გზაზე გადასვლას ცდლობდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ის სხეულის მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის გეოჰოსპიტალის კლინკიკაში გადაიყვანა.
knews.ge არკვევს დამატებით დეტალებს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.