ახალი ამბები

სოფელ კაჭრეთში სოციალური სასადილო გაიხსნება

სოფელ კაჭრეთში სოციალური სასადილო გაიხსნება.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სასადილოთი სარგებლობა სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შრომის უუნარო ადამიანებს უფასოდ შეეძლებათ.

,,მიმდინარე წლის ბიუჯეტში, უკვე განსაზღვრულია სასადილოს ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები. გათვალისწინებულია შენობის გამოყოფის საკითხიც. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე ეყარა კენჭი”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.