ახალი ამბები

თელავში მედიაწიგნიერების ახალგაზრდული დღეები გაიმართება

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და დოიჩეველე აკადემია (DW Akademie) აცხადებენ კონკურსს “მედიაწიგნიერების ახალგაზრდულ დღეებში” მონაწილეების შესარჩევად.

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლების თქმით, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მედია წიგნიერების საკითხებს,  პროპაგანდის მეთოდებსა და ინფორმაციის ვერიფიკაციის გზებს.
ტრენინგს გაუძღვებიან DW Akademie-ის ტრენერი ევალდას რუპკუსი (Evaldas Rupkus) და მედიის განვითარების ფონდის ტრენერები.

მათივე თქმით, ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებმა 10  სექტემბრამდე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. რეგიონული სემინარი გაიმართება 19 – 21 სექტემბერს, ქალაქ თელავში, სასტუმროში  “17 Rooms”