სოფელ იყალთოში ბალახს ცეცხლი უკიდია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს შესასვლელში ბალახს ცეცხლი უკიდია.
რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც knews. Ge-ს თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ყლარტიაულმა განუცხადა, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე გასულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
,,სოფელ იყალთოს შესასვლელში პატარა ადგილზე უკიდია ცეცხლი ბალახს. წასულია სახანძრო მანქანები და ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდება”, – განუცხადა knees. Ge-ს ნიკოლოზ ყლარტიაულმა.