გურჯაანში ავტოავარიას 34 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში მომხდარ ავარიას 34 წლის ლევან ჯანიაშვილი ემსხვერპლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ვეჯინში პაატა გველუკაშვილის თქმით, ავტოავარია სოფელ ძირკოკის ტერიტორიაზე მოხდა. მისი ინფორმაციით, ლევან ჯანიაშვილმა მსუბუქი ავტომანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილში გადავარდა, რა დროსაც მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვარდა და მანქანა ზედ დაეცა.
მისი თქმით, ლევან ჯანიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ლევან ჯანიაშვილი გასულ წლებში სოფელ ვეჯინში მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.