ახალი ამბები

გურჯაანში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გურჯაანში ძიუდოში ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

მერიაში განმარტავენ, რომ ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში გურჯაანი წელს პირველად მასპინძლობს.
,,გურჯაანის სპორტკომპლექსში ტურნირი 23-24 მარტს, 11:00 საათზე დაიწყება. ის უმცროს კადეტთა შორის გაიმართება, სადაც 600-ზე მეტი ახალგაზრდა იასპარეზებს. ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას, ქართველების გარდა, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც მიიღებენ”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.