გურჯაანის საკრებულომ სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ ახაშნის იმ ნაწილის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. ახაშენში, უახლოს მომავალში, კომპანია m2 ევრო-სტანდარტების შესაბამის სასტუმრო-ტურისტულ კომპლექს ააშენებს.
პროექტი, კომპანია “m 2 ჰოსპიტალიტის” წარმომადგენლებმა დეპუტატებს დეტალურად გააცნეს.
სასტუმრო კომპლექსს 60 კომფორტული სასტუმრო ნომერი, 30 კერძო ვილა, ქართული ტრადიციული და უცხოური რესტორნები, ღვინის მარანი, სპა ცენტრი და 7 ჰექტარზე გაშენებული ვენახი ექნება.