სოფელ ძირკოკში კორონავირუსის დაფიქსირების გამო ადმინისტრაციული ერთეულის შენობა დაიკეტა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა დაიკეტა.
საქმიანობოს დროებით შეწყვეტის მიზეზი ერთ- ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
სოფელ ძირკოკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, გოგიტა ალხაზაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეული მხოლოდ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის მიხედვით განაახლებს მუშაობას.
,, დავკეტეთ სამსახური და ველოდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს. ეს ქალბატონი რვა დღეა, არ მინახავს, მაგრამ თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია. ამიტომ დაველოდებით რეკომენდაციებს და იმის მიხედვით განვაახლებთ მუშაობას”, – განაცხადა ალხაზაშვილმა.
სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელს, კორონა ვირუსი გურჯაანის საავადმყოფოში 14 ოქტომბერს დაუდგინეს.
ეპიდემიოლოგები მისი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს ადგენენ.