ახალი ამბები

გურჯაანში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხება

ქალაქ გურჯაანში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია უტარდება ქალაქ გურჯაანის კორპუსების სადარბაზოებს, ხალხმრავალ ადგილებს და სკვერების მიმდებარე ტერიტორიებს.

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. სამუშაოებს ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ატარებენ. ახლოეს დღეებში დაგეგმილია ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.