კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. რეგიონში ვირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4 431- მდე გაიზარდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი -16, ყვარელი-5, ლაგოდეხი- 3, დედოფლისწყარო -4 და საგარეჯო-16.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომებით ამ ეტაპზე მკურნალობს 2 197 მოქალაქე, მათ შორის 2002 დატოვებულია ბინაზე , 28 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 167 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.
რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 მოქალაქე.