გურჯაანში მევენახეები აქციას მართავენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მევენახეები სოფელ ზეგაანის შესასვლელთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.
მევენახეების განცხადებით, რქაწითელის ჯიშის ყურძენს 70 თეთრად იბარებენ, რაც მინიმალური ფასია და მის მოსავლელად დახარჯულ თანხას ვერ ანაზღაურებს. მათი განმარტებით, რქაწითელი მინიმუმ, 1 ლარი, საფერავი კი 2-დამ 3 ლარამდე უნდა ღირდეს.
მევენახეები განმარტავენ, რომ დაუკრეფავი ყურძენი ულპებათ. ისინი მოსავლის დროულად რეალიზებისთვის გურჯაანში ქარხნების გახსნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევენახეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი