ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსის 361 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4218-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგები მიერ ახალი დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიებულია.. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილება ასეთია: ახმეტა-309, გურჯაანი-812, დედოფლისწყარო -357, თელავი -1152, ლაგოდეხი – 578, საგარეჯო -408, სიღნაღი-250 სა ყვარელი -352.
რეგიონში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 2142 მოქალაქე, აქედან 1925 დატოვებულია ბინაზე , 27 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონებში 67 პირი იმყოფება. ბოლო რამდენიმე თვეში რეგიონში გარდაცვალების 28 შემთხვევაა დაფიქსირებული.