კახეთში ორი მაჟორიტარული ოლქია შექმნილი
კახეთში 2 მაჟორიტარული ოლქია შექმნილი. ერთში გაერთიანებულია თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 79 749 ქალი, ხოლო 73 860 მამაკაცია.
არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობაა 6, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 34.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მე-9 საარჩევნო ოლქში, რეგისტრირებულია 149 542ამომრჩეველი, საიდანაც 77046 ქალი, ხოლო 72496 კაცია.
ოლქში შექმნილია 163 საარჩევნო უბანი, საიდანაც მარტივად ადაპტირებული 17 -ია, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობაა 27.