კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მისივე თქმით, აქედან კახეთის რეგიონში 133 ახალი შემთხვევაა.
ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ვირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი, საიდანაც 1 შემთხვევა კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.