გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა დასრულდა
გურჯაანში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა დასრულდა, რომელიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული. თავშესაფარში ასევე შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა.
ასევე შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული ბაზა, იმუშავებს 8 სპეც. ავტომობილი, 1 სწრაფი რეაგირების ავტომობილი, 24/7 ქოლცენტრი.
საერთო ჯამში, ხელმისაწვდომი იქნება 80-მდე სახის მომსახურებობით სარგებლობა.