როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია გასულ თვეებთან შედარებით სტაბილურია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 13 იანვრის მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.
მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს 1 176-ს, ხოლო ექიმის მეთვალყურეობიდან მოიხსნა 54 პირი.
,,დღემდე რეგიონში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობიდან ახმეტაში 676 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გურჯაანში 2 123, დედოფლისწყაროში 720, თელავში -2 266, ლაგოდეხში- 1 369, საგარეჯოში -1 201, სიღნაღში -675, ყვარელში -816.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 1 891 პირს, მათ შორის 1 750 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 139 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 7 867 გამოჯანმრთელდა და 88 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა 1 176, სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 7 867”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.