თელავში მუსიკოს ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
თელავში ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ მუსიკოს ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება თელავის საპატიო მოქალაქის, მუსიკოსის საავტორო საღამო.
ღონისძიება 2019 წლის 6 ივნისს 18:00სთ-ზე დაიწყება.