თელავში შუახნის მამაკაცი ქუჩის ძაღლმა დაკბინა
თელავში, მერიის წინ შუახნის მამაკაცი ქუჩის ძაღლმა დაკბინა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქეს ძაღლი მოულოდნელად დაესხა თავს. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანა.
ცხოველის თავდასხმის შედეგად, მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ექიმების გამმარტებით, მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრები უტარდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახური, რომელიც მიუსაფარი ძაღლების საკითხის რეგულირებაზე მუშაობს, მერიაში არ არის.
“ახლახანს შეიქმნა მულტიმუნიციპლური აიპი, რომელმაც ეს საკითხი უნდა მართოს და გურჯაანში აშენებულ რეგიონულ თავშესაფარში ცხოველების გადაყვანაზე იზრუნოს. ჯერ-ჯერობით, ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია”- განაცხადეს მერიაში.
მაკა ხაზიური