ახალი ამბები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს”და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.