ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთ რესტორნის მფლობელის ვაჟია. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. ადგილობრივების განმარტებით, დაჭრას წინ სუფრასთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.