თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტი 2022 წლის ბოლოსთვის გაიხსნება
მისი განმარტებით, პროექტს კომპანია „ვივი“ განახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება.
პროექტის მიხედვით, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი, ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსის და მუზეუმის მშენებლობას.