გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 200-ზე მეტი პირი მიიღებს.
,,მეღვინეობის მუნიციპალიტეტმა ფესტივალისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო, რომელიც სტუმრებს განსხვავებული, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, მრავალფეროვანი და თავშესაქცევი გარემოთი უმასპინძლებს ახტალის პარკში”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.