გურჯაანი და თელავი შევარიგეთ – იუმორისტული პოსტი პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია სალომე ზურაბიშვილის სიღნაღში ვიზიტის ამსახველი ფოტო, სადაც პრეზიდენტი გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად არის გადაღებული. ფოტოზე არის წარწერა: “გურჯაანი და თელავი შევარიგეთ”.
სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონს სტუმრობს.
საქართველოს პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც მან ნუშისა პლანტაციები დაათვალიერა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება.
პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარე ლავანდას პლანტაციებიც.
ნიკოლოზ ესიტაშვილი