იორმუღანლოს სკოლის პედაგოგმა სასწავლო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის, თეა გურგენიძის სარჩელი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
პედაგოგის თქმით, ის სკოლის დირექციისგან ითხოვდა, როგორც სამსახურში დაბრუნებას, ასევე გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას.
“ჩემი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ. მადლობა ყველას არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მოსწავლეების, მშობლების სახელით, რომლებიც ჩემს შრომას აფასებენ და მელოდებიან სკოლაში. აუცილებლად დავბრუნდები სკოლაში”, – განუცხადა knews. Ge-ს თეა გურგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძე იორმუღანლოს სკოლიდან მარტში გაათავისუფლეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნული საკითხი მაშინ დისციპლინარულმა საბჭომაც განიხილა და ბრალდება არ დაადასტურა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ თეა გურგენიძემ სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლა.
მან სარჩელით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გასული წლის 21 ივნისს მიმართა.