თელავის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
თელავის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თანამდებობას დატოვებს.
როგორც თინათინ ხანჯალიაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, 1 აგვისტოდან ის სხვა სამსახურში გადავა.
,,ჯერ დაკავებულ თანამდებობაზე ვრჩები და ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 1 აგვისტომდე. შემდეგ სხვა სამსახურში გადავალ ”, – განუცხადა knews.ge-ს თინათინ ხანჯალიაშვილმა.
თინათინ ხანჯალიაშვილი 2016 წელს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2017 წელს კი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორად მუშაობს.