ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს შესაძლოა ექიმ დიმიტრი გიორგელაშვილის სახელი მიენიჭოს
ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს შესაძლოა თელაველი ექიმის, დიმიტრი გიოგელაშვილის სახელი მიენიჭოს.
ინიციატივა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადილეს, გიგა ორკოდაშვილს ეკუთვნის.
„ჩემი ინიციატივაა, ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილისთვის აღმოსავლეთიდან, თელავის ხიდიდან, დასავლეთით, კვირიკე დიდის დასაწყისამდე, თელაველი ექიმის დიმიტრი გიორეგლაშვილის სახელი მიენიჭოს.
ინიციატივა განპირობებულია, როგორც ქალაქის სამედიცინო საზოგადოების, ასევე უბრალო მოქალაქეების და ოჯახის თხოვნით.
მიმაჩნია, რომ დიმიტრი გიორგელაშვილი ყოველთვის, თავის სიცოცხლეში საექიმო მოღვაწეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, იყო ერთ-ერთი წარმატებული, თავის პროფესიასა და ქალაქზე უზომოდ შეყვარებული კაცი. დიმიტრი გიორგელაშვილი იყო როგორც საექომო წრის, ასევე ქალაქის საზოგადოების რჩეული და პატივსაცემი პიროვნება“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა გაიმართება.
შეხვედრა 11 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი