თელავში ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარება 8 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციისთვის მიმდინარეობს ანტიგენზე დამყარებული ტესტირების ჩატარება.
მისი თქმით, აღნიშნული ტესტირება დღეს რეგიონში 26 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, აქედან თელავში ამ მიმართულებით 8 სამედიცინო დაწესებულება მუშაობს.
,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაიწყო და მიმდინარეობს ანტიგენზე დამყარებული გაფართოებული ტესტირების პროცესი. საქართველოს ყველა მოქალაქეს ნებისმიერი მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი, (ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, გემოს და სუნის დაკარგვა და ა.შ) შეუძლია ჩაიტაროს ტესტირება სწრაფი მარტივი ტესტით ანტიგენზე, რომლის პასუხსაც მიიღებს იქვე, დაახლოებით 20 წთ-ში.
სასურველია და მართებულია, რომ მოქალაქეებმა მიმართონ გეოგრაფიულად ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქეებს მიეცემათ სამახსოვრო ბარათი. კახეთში არსებულმა ყველა სამედიცინო დაწესებულებამ სიდიდის, კუთვნილების და პროფილის მიუხედავად, გამოთქვა მზაობა ამ პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით”,–განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
knews.ge გთავაზობთ თელავში ამ კუთხით მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს.
ა(ა)იპ “თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი”
მისამართი: ქ. თელავი, ალადაშვილის ქ.N 2;
სს “ევექსის ჰოსპიტლები” – თელავის რეფერალური ჰოსპიტალი
მისამართი: ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ. N 1;
სს ევექსის კლინიკები თელავის პოლიკლინიკა
მისამართი: ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ. N 15;
შპს “ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა”
მისამართი: ქ. თელავი, ალადაშვილის ქ.N 6;
შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“
მისამართი: ქ. თელავი, ალადაშვილის ქ. N 2;
შპს “სიხარული”
მისამართი: ქ. თელავი, ალადაშვილის ქ. N 2;
შპს “ავერსი”
მისამართი: ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ. N 1;
შპს “თელავის რაიონული საავადმყოფო”
მისამართი: ქ. თელავი, ალადაშვილის ქ.N 2.