ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე სახეობის ტექნიკა უფასოდ გადასცა
ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა სამედიცინო დაწესებულებებს.
დავით მრელაშვილმა ასევე შეიძინა დასაკეცი საწოლები. გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა.
ასევე, კომპანია ” თელავის ღვინის მარანმა” 15 სპეცსაწოლი შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა თელავის რაიონულ საავადმყოფოს.