თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა
თელავში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლაში, სადაც კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ამავე სკოლის მოსწავლის 2 მშობელსაც. სასაწავლო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინფიცირებულ მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ხვალიდან დაიწყება.
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა თელავის მე-9 საჯარო სკოლაში. ინფიცირებულია ორი მოსწავლე. რა ფორმით გაგრძელდება სწავლა ორივე სკოლაში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 150-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.