თელავში შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავში, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრის 9 თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულ საკითხზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვის-ცენტრში მყოფ პირთა ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, თანამშრომელი გახდა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის.
ამჟამად, თელავის სერვის-ცენტრი დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოებიც უკვე ჩატარებულია.
ვირუსი დაუდგინდა, თელავის სერვის-ცენტრში პირველად გამოვლენილი ინფიცირებულის ოჯახის ორ წევრსაც.
ეპიდემიოლოგები, მათ კონტაქტებს სწავლობენ.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში ახალი კორონა ვირუსის 128 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.