კონკურსი ბლოგერებისთვის – ჩემი ინიციატივა მუნიციპალიტეტს
„მედია ცენტრი კახეთი“ და კახეთის რეგიონული ჰაბი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის – ჩემი ინიციატივა მუნიციპალიტეტს. კონკურსი ღიაა კახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
კონკურსი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ნაყოფიერად გამოიყენონ არსებული რეალობა, სხვადასხვა ფორმით, ხელი შეუწყონ საკუთარი სოფლის, ქალაქის გაძლიერებას და ახალგაზრდული ინიციატივების მიტანას მუნიციპალიტეტში.
ამასთან ხელს უწყობს სამოქალაქო ღირებულებებისა და აქტივიზმის მაგალითების წარმოჩენსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლერებას როგორც საკუთარ რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. საკონკურსო ნაშრომის შექმნის პროცესში, მუშაობა შესაძლებელია ელექტრონული სივრცის აქტიურად გამოყენებით.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლეთა, ან სტუდენტთა ჯგუფებს (მათ შორის თვითმმართველობებს, სამოქალაქო კლუბების და მოსწავლეთა სხვა ჯგუფებს). თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება 15 დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ კახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტში.
კონკურსის ვადები
ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკონკურსო აქტივობის განხორციელების თარიღი გაგრძელდება 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
ნომინაციები:
კონკურსი ჩატარდება სამ ნომინაციაში:
ნომინაცია 1: საუკეთესო სამოქალაქო ინიციატივა
ნომინაცია 2: სამოქალაქო აქტივიზმის საუკეთესო მაგალითი;
ნომინაცია 3: საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) საქმიანობის წარმოჩენა.
შეფასება
საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს რეგიონის კომპეტენტური ჟიური. ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ფინალურ შეკრებაზე, სადაც დასახელდება გამარჯვებული.
გთხოვთ, საკონკურსო მასალა და თქვენი ტელეფონის ნომერი გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე: mediacenterkakheti@gmail.com
დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599694615
კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
შერჩეულ კანდიდადებს თავად დავუკავშირდებით.