კახეთის მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება.
სპეციალური სისტემების მონტაჟი კახეთში სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება.
მთავრობის წევრების ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.
მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის სახლის განათების, ტელევიზორის, მაცივარის და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.
პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.
მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს.