თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის ძველი ფოტოები და ისტორია
თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა არის ისტორიული ძეგლი და იგი მდებარეობს ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.
ბიბლიოთეკა დაარსდა 1884 წელს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ი. როსტომაშვილის თაოსნობით. გახსნილად გამოცხადდა 1885 წლის 20 იანვარს. ხოლო 1972 წელს გადაკეთდა ცენტრალურ სარაიონო ბიბლიოთეკად.
გიორგი მელითაური წერს:
“არტაშა გეურქოვმა, რომელიც მოწინავე პარტიულ მუშაკად ითვლებოდა ააშენა 1920-იანი წლების ბოლოს თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა ე.წ. ძველ ბაღთან. გ. მელითაურის სიტყვებით ,,კურდღელაურის სკოლას მომარაგებული ჰქონდა ხე-მასალა, აგური, კირი, და სხვ. ის ის იყო უნდა დაეწყოთ მშენებლობა, რომ ა. გეურქოვმა საშენი მასალა წამოიღო თელავში და დამკვრელური წესით ააშენა ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომლის მშენებლობაში დიდი მონაწილეობა მიუღიათ ახალგაზრდებს. ისინი ფიზიკურად შრომობდნენ მშენებლობაზე. “
,,გიორგი მელითაურის მასალებიდან. ” მოგვაწოდა ისტორიკოსმა თენგიზ სიმაშვილმა
ფოტო : თენგიზ სიმაშვილი