როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების დღიური დინამიკა შემცირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 19 იანვრის მონაცემებით, რეგიონში სულ ინფიცირებულია 10 239 მოქალაქე, გარდაცვლილია 93 პირი.
,,19 იანვრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 10 239-ს. აქედან ახმეტის მუნიციპალიტეტში სულ დაფიქსირებულია-694 ინფიცირების შემთხვევა, გურჯაანში- 2 223, დედოფლისწყაროში -739, თელავში -2 337, ლაგოდეხში – 1 420, საგარეჯოში -1 252, სიღნაღში -712, ყვარელში -862. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 1 731 პირს, მათ შორის 1 581 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 4 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 146 კი იმყოფება კოვიდ კლინიკაში, გამოჯანმრთელდა 8 415 პირი, ხოლო გარდაიცვალა 93 პაციენტი. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა -1 050. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა -8415”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.