ონლაინ რადიომ ,,კახეთის ხმა“ ახალი პროექტი – „ღია სტუდია“ დაიწყო
ონლაინ რადიომ ,,კახეთის ხმა“ ახალი პროექტი „ღია სტუდია“ დაიწყო. გადაცემა პირდაპირ ეთერში ყოველკვირეულად გავა და 18:00 საათზე დაიწყება.
გადაცემას ,,კახეთის ხმის“ ჟურნალისტები გაუძღვებიან და ისაუბრებენ კვირის მთავარ თემებზე, რაც რეგიონისთვის არის მნიშნელოვანი.
პირველი გადაცემის თემა იყო პანდემია და მისი გავლენა რეგიონზე. გადაცემის მსვლელობისას საუბარი შეეხო კოვიდ სტატისტიკას კახეთის რეგიონში.
გადაცემის სტუმრები იყვნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.
თელავში მოქმედი შერეული კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.